PiLagi iconPiLagi
შესვლარეგისტრაცია

© 2026 PiLagi. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ შესახებწესები და პირობებიკონფიდენციალობაკონტაქტი

PiLagi – მგზავრობა, რომელიც ყველას აერთიანებს

ჩვენს შესახებ

ჩვენი მისია

მოგესალმებით PiLagi-ს სამყაროში! 🚗✨ დღევანდელ რეალობაში, როდესაც საწვავის ფასები და ცხოვრების ხარჯები მუდმივად იზრდება, ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა სივრცე, სადაც ადამიანები ერთმანეთზე ზრუნვასა და საერთო ინტერესებს გაერთიანდებოდნენ. PiLagi არ არის მხოლოდ ქარფულინგის პლატფორმა; ეს არის საზოგადოება, რომელიც ამტკიცებს, რომ გზის გაყოფით ყველაფერი უფრო მარტივი ხდება და რაც მთავარია საინტერესოც. ჩვენი მიზანია, მგზავრობა გავხადოთ ყველასთვის ხელმისაწვდომი, კომფორტული, მომგებიანი და საინტერესო. ჩვენი პლატფორმა აგებულია ურთიერთსარგებლის პრინციპზე: მძღოლებისთვის: გზის გაზიარება ნიშნავს საწვავის ხარჯების შემცირებას და მგზავრობის პროცესის გახალისებას საინტერესო ადამიანებთან ერთად. მგზავრებისთვის: ეს არის შანსი, იმგზავრონ უფრო იაფად, სწრაფად და კომფორტულად, ვიდრე სტანდარტული ტრანსპორტით გზათ საინტერესო ადგილებში გაჩერების შესაძლებლობებით. გარემოსთვის: ნაკლები მანქანა გზებზე ნიშნავს ნაკლებ გამონაბოლქვსა და მეტ ზრუნვას ჩვენს ბუნებაზე. რატომ PiLagi? გაძვირებების ფონზე, ჩვენ გვჯერა, რომ გამოსავალი ერთმანეთის გვერდში დგომაა. ჩვენი სერვისი გაძლევთ საშუალებას: დაზოგოთ თანხა: გადაინაწილოთ ხარჯები სამართლიანად, გაიცნოთ ერთმანეთი და შეუწყოთ ერთმანეთს ხელი. აღმოაჩინოთ საქართველო: ჩვენი პლატფორმა ხელს უწყობს გზად ისტორიული ძეგლებისა და საინტერესო ლოკაციების მონახულებას. იზრუნოთ ერთმანეთზე: ჩვენ ვქმნით ნდობის ქსელს, სადაც ყოველი მგზავრობა უსაფრთხო და მეგობრულია. ჩვენ გვინდა, რომ PiLagi-ს ყოველი მომხმარებელი თავს მოგებულად გრძნობდეს. ეს არის პლატფორმა მათთვის, ვისაც უყვარს გზა, აფასებს დროს და სჯერა, რომ ერთად სიარულით გაცილებით შორს წავალთ. შემოგვიერთდი, გაიყავი გზა და გახდი PiLagi-ს დიდი ოჯახის წევრი!

ჩვენი ისტორია

ჩვენი ისტორია დაიწყო 2024 წელს ერთი მარტივი იდეით: მგზავრობა არ არის მხოლოდ A წერტილიდან-დან B წერტილში-ში გადაადგილება – ეს არის შესაძლებლობა, დავეხმაროთ ერთმანეთს. ჩვენ დაგვჭირდა დრო რათა ჩვენი მიზნების მისაღწევად გვესწავლა ბევრი რამ რათა ეს სერვისი შექმნილიყო. პლატფორმა დაფუძნდა რეალური საჭიროებიდან — ქართულ ბაზარზე არ არსებობდა მოსახერხებელი სერვისი, სადაც მძღოლი და მგზავრი ადვილად მოძებნიდა ერთმანეთს. PiLagi-იმ ეს სიცარიელე უნდა შეავსოს.

დაგვიკავშირდი

თუ გაქვს მოსაზრება თუ როგორ შეიძლება უკეთესი გახდეს ეს სერვისი ან რას ისურვებდი რომ დაემატოს ამ სერვისს, მაშინ მოგვწერეთ და შევეცდებით დავნერგოთ სიახლე პლატფორმაზე.